ბორელმა ჩინეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე თავისი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჩინეთს მოუწოდა მხარი დაუჭიროს უკრაინაში სამშვიდობო პროცესს და შეაჩეროს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი რუსეთში. ამის შესახებ ბორელმა, 26 ივლისს, ლაოსში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან  ვანგ აისთან შეხვედრისას განაცხადა. 

ბორელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ უარყოფითად აისახება ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობებზე და სთხოვა გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა ხელი შეუწყოს ომის დასრულებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ვანგ აის მაისში ჩინეთისა და ბრაზილიის ერთობლივი განცხადება შეახსენა, სადაც ისინი სამშვიდობო კონფერენციას მოითხოვდნენ, თუმცა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არ ახსენებდნენ. 

გაცნობებთ, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, თუმცა პარალელურად, მოსკოვთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი