უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა 4 "შაჰიდი" გაუშვა, რომელთაგან ყველა ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 4 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან ყველა ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული  მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59/69-ი გაანადგურა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ხარკოვისა და კიევის რეგიონებში.

გარდა ამისა, გასულ და მიმდინარე დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა კიდევ 8 საჰაერო სამიზნე სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით: 4 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "სუპერკამერა", 1 დარტყმითი-სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "ფორპოსტი", 1 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ტყვიამფრქვევი "ლანცეტი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი