
ბელარუსში ოპოზიციის წარმომადგენლები მოძალადე პოლიციელების სიას ადგენენ. სვეტლანა ტიხანოვსკაია ამბობს, რომ უკვე ამოცნობილია სამართლადამცავები, რომლებიც საპროტესტო აქციებს არბევდნენ - “ჩვენ გვაქვს სახელები და გვარები მათი, ვინც ხალხს სცემდა და აწამებდა”- ამბობს ტიხანოსვსკაია.
სიას ტიხანოვსკაია მომავალ კვირას ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტთან შეხვედრისას გაასაჯაროებს
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში პროტესტი არ წყდება. მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ თავი ისევ პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყნის ცესკო-მ კი მას 80%-იანი მხარდაჭერის მაჩევენებლი დაუწერა, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ.
რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი მარში მინსკის ქუჩებში, გარდა ამისა, მშვიდობიანი დემონსტრანტები პოლიციამ გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაშალა და დაარბია. პროტესტს ბელარუსში მსხვერპლიც მოჰყვა.