
ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დასავლეთ საზღვრები ჩაიკეტება. როგორც ლუკაშენკო ამბობს, ამ ნაბიჯით ის ლიეტუვისა და პოლონეთის მოსახლეობას მიმართავს - "დაამშვიდონ მათი შეშლილი პოლიტიკოსები”.
ლუკაშენკო არ გამორიცხავს საზღვრის გადაკვეთის წესები უკრაინასთანაც გაამკაცროს - “იძულებულები ვართ გავამკაცროთ საზღვრის გადაკვეთის წესები ჩვენს მოძმე უკრაინასთან” - ამბობს ლუკაშენკო.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში პროტესტი არ წყდება. მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ თავი ისევ პრეზიდენტად გამოაცხადა, ქვეყნის ცესკო-მ კი მას 80%-იანი მხარდაჭერის მაჩევენებლი დაუწერა, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ.
რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი მარში მინსკის ქუჩებში, გარდა ამისა, მშვიდობიანი დემონსტრანტები პოლიციამ გადაჭარბებული ძალის გამოყენებით დაშალა და დაარბია. პროტესტს ბელარუსში მსხვერპლიც მოჰყვა.