რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 8 "შაჰიდიდან" 7 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 8 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 7 ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული  მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59 გაანადგურა. 

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი