რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, 11 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავებულია 41

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდასხმებს უკრაინის ოთხ რეგიონზე, გასული დღის განმავლობაში, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 41 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სოფელ კომიშანიში ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი 10 და 15 წლის ბავშვი. რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, სოფელ პრიოზერნეში 56 წლის ქალი დაიჭრა. გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ადრეულ თავდასხმებში რუსეთმა სამხრეთ ქალაქ ხერსონსა და რეგიონის 16 სხვა დასახლებას შეუტია, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 4 დაშავდა. ოლქის წინააღმდეგ განხორციელებულმა დარტყმებმა ღამით და 27 მაისს დააზიანა 3 საცხოვრებელი კორპუსი, 18 სახლი, საგანმანათლებლო დაწესებულება და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

გუბერნატორ, ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, დონეცკის ოლქზე რუსული თავდასხმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა სოფელ ივანივკაში, ქალაქ პოკროვსკიდან აღმოსავლეთით 20 კილომეტრში. 

ხარკოვის ოლქში, გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთმა  ჩუჰუივის  და  კუპიანსკის  რაიონებს შეუტია, დაიღუპა მოხუცი ქალი და დაშავდა 54 წლის კაცი. თავდასხმებმა გაანადგურა ან/და დააზიანა ხუთი სახლი, სასოფლო-სამეურნეო დაწესებულება და სამრეწველო ობიექტი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული ჯარები თავს დაესხნენ სუმის ოლქის ქალაქ ჰლუხივსაც, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ბავშვი და დაშავდა 14 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი