სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის რუსული დაბომბვის შედეგად, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა.
"რუსებმა დღეს დილით ისევ დაარტყეს ქალაქს. ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, ერთი ადამიანი დაიღუპა გროდოვკაში (პოკროვსკის რაიონი)", - დაწერა მან.
გუბერნატორის თქმითვე, ზარალზე ინფორმაცია ზუსტდება.