"[რუსული] კანონი ნიშნავს საქართველოს უკან დახევას ევროპული ინტეგრაციის გზაზე... დავაკვირდებით, როგორ ჩაივლის არჩევნები" | საქართველოში EU-ს წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

"[რუსული] კანონი ნიშნავს საქართველოს უკან დახევას ევროპული ინტეგრაციის გზაზე... დავაკვირდებით, როგორ ჩაივლის არჩევნები", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა ისაუბრა.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა ევროკომისიის მიერ დასახულ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით არსებულ პროგრესზე. ევროკავშირი შეშფოთებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით საქართველოში. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ნიშნავს საქართველოს უკან დახევას ევროპული ინტეგრაციის გზაზე და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს ეს კურსი, რომელსაც ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისკენ მიჰყავს. ჩვენ ასევე გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ დაველოდებით და დავაკვირდებით, როგორ ჩაივლის არჩევნები, რათა შემდეგ გავაკეთოთ შეფასება", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი