რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავებულია 14

გამოქვეყნდა:

რუსულ თავდასხმებს, გასული დღის განმავლობაში, უკრაინაში სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 14. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს

გუბერნატორ, ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, დონეცკის ოლქში ტორეცკში სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ჰროდივკაში, ორი კი დაშავდა სივერსკსა და რიჰში.

ხარკოვის ოლქში, გუბერნატორ, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქ კუპიანსკზე რუსული თავდასხმის შედეგად 71 წლის კაცი დაშავდა.

ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, ხერსონში რვა ადამიანი დაშავდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საპორტო ობიექტები, მაღალსართულიანი შენობები, სახლები და გაზსადენები.

რუსეთი ასევე თავს დაესხა ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ლუგანსკის, მიკოლაევის, სუმის და ზაპოროჟიეს ოლქებს, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი