რუსების მიერ ხარკოვის ოლქის სოფელ ველიკი ბურლუკზე საზენიტო რაკეტებით შეტევას ერთი ქალი ემსხვერპლა, დაშავდა მისი 10 წლის შვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"დაახლოებით 10:10 საათზე ოკუპანტებმა საზენიტო იარაღით დაარტყეს კუპიანის რაიონის სოფელ ველიკიი ბურლუკს. დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს, დაზიანდა კიდევ ერთი სახლი სხვა მისამართზე. სამწუხაროდ, ერთი ქალი გარდაიცვალა," - განაცხადა სინეგუბოვმა.
მისივე ინფორმაციით, დაღუპული ქალის 10 წლის ვაჟმა დამწვრობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, სასწრაფო დახმარების სამსახურები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.