გადაწყვეტილება მიღებულია. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ივანიშვილის ხელისუფლებას დახმარებას უჩერებს. საუბარია 95 მილიონ დოლარზე, რომლითაც სამთავრობო პროექტები უნდა დაფინანსებულიყო. ოლიგარქიული რეჟიმის ქმედებები საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უპსუხოდ რომ არ დარჩება, ამის შესახებ ოფიციალურმა ვაშინგტონმა "ქართული ოცნება" არაერთხელ გააფრთხილა, ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს სენატში გუშინ გამართულ ხმაურიან განხილვაზე კიდევ ერთხელ დაუანონსეს, რომ სანქციები ჯერ კიდევ წინ არის და კრემლის მოკავშირე ხელისუფლებისთვის შეზღუდვების ახალი პაკეტი მზადდება.