The Times: უკრაინაში ჩავიდა ნიდერლანდების მიერ მიწოდებული F-16-ის ტიპის ექვსი გამანადგურებელი

გამოქვეყნდა:

ბირტანული Times გახდა ბოლო საერთაშორისო გამოცემა, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლური F-16 გამანადგურებლები უკვე ჩავიდნენ უკრაინაში. მანამდე აღნიშნულზე სხვა მედიებმაც დაწერეს.

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მიიღეს ექვსი ასეთი თვითმფრინავი და ისინი ნიდერლანდებმა მიაწოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ დანია მალე გაგზავნის თვითმფრინავების მორიგ პარტიას.

Times-ის ცნობით, მომავალი წლის განმავლობაში უკრაინამ უნდა მიიღოს დაახლოებით 20 F-16 გამანადგურებელი, მათ შორის ბელგიიდან და ნორვეგიიდან.

უკრაინის საჰაერო ძალებმა უარი თქვეს Times-თან კომენტარის გაკეთებაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე ბრიტანულმა Daily Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ F-16-ებმა უკვე განახორციელეს საბრძოლო გაფრენები უკრაინაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი