უკრაინა საფრანგეთისგან 200 მილიონი ევროს გრანტს მიიღებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას საფრანგეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება წარუდგინა. ეს შეთანხმება 200 მილიონი ევროს საგრანტო სახსრების მიღებას გულისხმობს. 

"ჩვენ წარვუდგენთ პარლამენტს საფრანგეთთან შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას მიიღოს 200 მილიონი ევროს საგრანტო თანხები ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენისთვის." - წერს უკრაინის პრემიერმინისტრი.

გარდა ამისა, შმიგალის თქმით, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს გადაანაწილოს რესურსები და ქვეყნის აღდგენის პროგრამებისთვის დამატებითი 50 მილიონი მიიღოს ევროკავშირისგან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი