გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია ისევ განაახლეს. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ტერიოტირაზე ბოძების ჩარჭობა და მავთულხლართების გავლება ოკუპანტებმა კვირის დასაწყისში დაიწყეს. ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ ცხელი ხაზი გაააქტიურა.

სუს-ში აცხადებენ, რომ ეს უკანონო ქმედება საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

შეგახსენებთ, რომ გორის სოფელ ხურვალეთთან გუშინ, 13 სექტემბერს ოკუპანტებმა ტერიტორიის ნაწილი შეღობეს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი