რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 29 "შაჰიდიდან" 24 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 29 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს. ასევე, რუსეთმა უკრაინას ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით და ორი Kh-31P სარადარო რაკეტით შეუტია. 

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა ხერსონის, ოდესის, მიკოლაევის, პოლტავას, სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცისა და ჟიტომირის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი