ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩი სტატუსი - ამ მოთხოვნით კულტურის სფეროს წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.
იუნესკოს, ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და დიპლომატიური მისიების სახელზე დაგზავნილ წერილში ხელოვანები პარტნიორებს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობის შესახებ დეტალურად აწვდიან ინფორმაციას და ხაზს უსვამენ, რომ ელისო ბოლქვაძე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატია.
ურბანისტი ცირა ელისაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ელისო ბოლქვაძის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც ხელისუფლება სადამსჯელო პოლიტიკას ახორციელებს.
ჟურნალისტი სოფო ხუნწარია ამბობს, რომ ელისო კილაძე იუნესკოს ელჩის პრივილეგიას არანაირად არ იყენებს საქართველოს კულტურის ინტერესებისთვის.