გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინამ ღამით რუსეთში მოროზოვსკის აეროდრომსა და ნავთობის საწყობებს დაარტყა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, 3 აგვისტოს, რუსეთში როსტოვის ოლქის მოროზოვსკის აეროდრომზე თავდასხმა დაადასტურა. განცხადების თანახმად, მათ  წარმატებით დაარტყეს საბრძოლო მასალის საცავს. ასევე, ნავთობის და სხვა სახის საწყობებს ბელგოროდის, როსტოვისა და კურსკის ოლქებში. 

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) სულ მცირე ნავთობის ორ საცავს წარმატებით დაარტყეს, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. 

მანამდე, გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დრონები თავს დაესხნენ ნავთობის საცავს ბელგოროდის ოლქში, ხოლო როსტოვის ოლქში აფეთქებები დაფიქსირდა  მოროზოვსკის აეროდრომთან და ნავთობის საცავთან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით 75 დრონი შეაჩერეს,  როსტოვის, კურსკის, ბელგოროდის, ორელის, რიაზანისა და ვორონეჟის  ოლქებში, ასევე აზოვის ზღვასა და კრასნოდარის მხარეზე.

გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი