რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავებულია 11

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს

რუსეთის თავდასხმების ქვეშ სულ 14 ოლქი მოექცა - მიკოლაევი, ჩერნიგოვი, ლუგანსკი, ჟიტომირი, ვინიცა, ოდესა, დნეპროპეტროვსკი, პოლტავა, კიევი, ხარკოვი, სუმი, ხერსონი,  ზაპოროჟიე და დონეცკი.

დონეცკის ოლქში სოფელ კატერინივკაში 2 ადამიანი დაიღუპა. გუბერნატორ, ვადიმ  ფალაშკინის  განცხადებით, ქალაქ ნოვოჰროდივკაში თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა.  4 ადამიანი დაშავდა ქალაქ მირნოჰრადში, ხოლო 3 დაიჭრა დასახლებებში: ტორეცკში, რომანივკასა  და ნოვოეკონომიჩნეში.

გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ხარკოვის ოლქის  კუპიანსკის  რაიონში,  ქალაქ  კუპიანსკში რუსული ძალები თავს ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს დაესხნენ, რის შედეგადაც 55 წლის ქალი დაიღუპა, 66 წლის ქალი და 52 წლის კაცი კი დაიჭრნენ. მისივე თქმით, კიდევ 7 ადამიანი დაშავდა დერჰაჩივის თემში, მას შემდეგ, რაც ტრაქტორს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო ავტობუსი დაზიანდა. მას არ დაუკონკრეტებია რა გახდა დაზიანებისა და ხანძრის მიზეზი. 

გუბერნატორ ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ხერსონის ოლქში რუსეთის არმიამ 15 დასახლებას შეუტია, მათ შორის ხერსონის რეგიონულ ცენტრს. დაიღუპა 1 ადამიანი, 2 კი დაშავდა.

ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ჯარებმა გასული დღის განმავლობაში 460-ჯერ გაისროლეს ზაპოროჟიეს ოლქში, სამიზნე 11 დასახლებული პუნქტი იყო, შედეგად დაიჭრა 59 წლის კაცი და 57 წლის ქალი.

ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სუმის ოლქში ნოვა სლობოდას თემს რუსი სამხედროები დრონებით დაესხნენ თავს, შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი