ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური პარტიის, "ქართული მარშის" წევრებმა "ლელოს" ქუთაისის ოფისთან მსვლელობა მოაწყვეს, ისინი ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემაზე ანა ნაცვლიშვილის პოზიციას აპროტესტებენ." ქართულ მარშში" ამბობენ, რომ მათთვი ნაცვლიშვილის განცხადებები მიუღებელია.
მათ ოფისთან სპეციალური სიგელი დატოვეს. ლგბტ თემის სიმბოლოზე "ლელოს" ლიდერები არიან გამოსახული.
სიგელი წარწერით - "ერის გადაგვარებისა და გაღატაკებისთვის" დავუტოვეთ ანა ნაცვლიშვილს და ლელოს ლიდერებს, მიუღებელია მათი მოსაზრებები და ამგვარად გავაპროტესტეთ მათი ქმედებები, - განაცხადეს მარშის წევრებმა.
შეგახსენებთ, რომ ძალადობრივი ჯგუფი "ქართული მარში" პოლიტიკურ პარტიად 2 ივლისს გადაკეთდა. მათმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარადაც წარადგინა, თუმცა მოგვიანებით თავადვე მოხსნა. როგორც მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, ჰქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დაუდგებოდა, თუმცა მის წინააღმდეგ კანდიდატურა ამ ოლქში "პატრიოტთა ალიანსმა" დააყენა.