ეს ალბათ მხოლოდ დამთხვევაა, მაგრამ ზუსტად დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების 16 წლისთავზე, გმირულად მებრძოლმა უკრაინელებმა ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს. კურსკის ოლქში უკრაინის რეგულარული არმიის ნაწილები შეიჭრნენ. აღებულია ათზე მეტი სოფელი. შესაძლოა ალყაში აღმოჩნდეს ერთ-ერთი რაიონული ცენტრი. თავად კურსკში კი პანიკაა და მოსახლეობა ქალაქს ტოვებს, ვითარება რომ რეალურად მძიმეა, ამას კრემლში დანიშნული უშიშროების საბჭოს სხდომა ადასტურებს, რომელზეც პუტინმა უკრაინელების შეტევას პროვოკაცია უწოდა.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე