"უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და როგორ მიაღწიოს შედეგებს..." | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და როგორ მიაღწიოს შედეგებს...", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

"ყველა ხედავს, რომ უკრაინის არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და იცის, როგორ მიაღწიოს შედეგებს. ამას მოწმობს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტების უზარმაზარ ძალას, არამედ ანადგურებენ მას ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის - ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის დასაცავად", - განაცხადა ზელენსკიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი