"რუსეთის თვითგანადგურების კონცეფციის ავტორი თავად პუტინია" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

"რუსეთის თვითგანადგურების კონცეფციის ავტორი თავად პუტინია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი X-ზე წერს. მისი განცხადებით, ნებისმიერი ესკალაციის პირველწყარო რუსეთის აგრესიაა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთში ფიქრობენ, რომ მათზე შემზღუდავი სამართლებრივი ნორმები არ ვრცელდება, ამიტომ შეუძლიათ დაუსჯელად დაესხან თავს მეზობელ სახელმწიფოებს და თვალთმაქცურად მოითხოვონ საკუთარი ტერიტორიის ხელშეუხებლობა, მაგრამ ომში აგრესორი იმას იმკის, რასაც თესავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი