კიევში შვეიცარიის საელჩოს წინ 2008 წლის რუსეთის აგრესია ყირიმში მცხოვრებლებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ ტრანფარანტებითა და შეძახილებით შეახსენეს, რომ ოკუპანტი რუსეთი მსოფლიოს მშვიდობას საფრთხეს უქმნის. მათ ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს და თქვეს, რომ საქართველოში დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელება ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომია. პროტესტის მონაწილეებმა საქართველოს განვითარებაში მიხეილ სააკაშვილის როლზეც ისაუბრეს.