მცირე პაუზის შემდეგ დასავლეთმა საერთო პოზიცია დააფიქსირა. უკრაინის არმიის რუსეთში შეჭრა ლეგალური ქმედებაა - უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანით - ამბობენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები. კიევში დუმილი გრძელდება - მხოლოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს მოკლედ აღნიშნა არმიის წარმატება.
კრემლში კი დაბნეულობა იგრძნობა - რუსეთის ხელისუფლება ახლა მოსახლეობის ევაკუაციითაა დაკავებული და აგრესიული შურისძიებით იმუქრება. სამხედრო ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები კი თანხმდებიან, რომ უკრაინული არმიის წარმატებული რეიდი კურსკის ოლქში მნიშვნელოვან წილად დასავლეთიდან ახალი შეიარაღების მიღებამაც განაპირობა.