ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა. "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანსა და დუშეთის მერის მძღოლს შორის ჩხუბი გვიან ღამით დაიწყო. ახალგაზრდის სახლთან სოფლის რწმუნებული ზურაბ ბექაური ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, აგრესიულად განწყობილი მარალჩინოსნი თამაზ მეჭიაურის მძღოლს დედის თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებდა.
ნენე ხალხელაური ამბობს, რომ მისმა შვილმა ბინძურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე უარი უთხრა და სწორედ ამის გამო დაუპირისპირდა ბექაური მეჭიაურის უახლოეს გარემოცვას. მეჭიაური კი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ბექაური რეგიონში ახლა სწორედ მმართველი გუნდის კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობდეს.
ბრალდებებს დღეს თავად ზურაბ ბექაურმა უპასუხა. ის რაიმე დაპირისპირებას გიორგი ხუმარაშვილთან კატეგორიულად უარყოფს. თუმცა ადასტურებს, რომ გუშინ გვიან ღამით, მათ შორის ჩხუბი ნამდვილად მოხდა.
ახალგაზრდა კაცი ახლა კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.