უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა 27 "შაჰიდი" გაუშვა, რომელთაგან ყველა ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 27 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან ყველა ჩამოაგდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა კიევში, პოლტავაში, სუმში, მიკოლაევში, ხერსონში, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი