უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა თავდასხმა ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე | მტრის ზარალი ზუსტდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ღამით თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომს, სადაც განლაგებულია სუ-34, სუ-35 და მიგ-31 თვითმფრინავები.

უწყების ცნობით, დაარტყეს საწყობებს სადაც, საჰაერო ბომბები იყო, ასევე, რიგ სხვა ობიექტებს ეროპორტის ტერიტორიაზე. 

"გაჩნდა ძლიერი ხანძარი და დაფიქსირდა მრავლობითი აფეთქება" - ამობს უწყება.

აეროდრომზე თვითმფრინავების განადგურების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ზუსტდება.

"ამავდროულად, დაფიქსირდა, რომ სამივე მტრის რადარმა შეწყვიტა მუშაობა დარტყმის შემდეგ", - იტყობინება გენერალური შტაბი.

SBU-ს წყაროებმა განაცხადეს, რომ დარტყმა განხორციელდა რუსეთის სამხედრო აეროდრომზე Lipetsk-2, სადაც რამდენიმე ათეული გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საწყობი იყო განთავსებული, რომლებშიც ინახებოდა 700-ზე მეტი მართვადი ბომბი.

უკრაინული თვითმფრინავის დარტყმის შემდეგ მოხდა ძლიერი აფეთქება, რამაც გამოიწვია ჯაჭვური აფეთქებები და ფართომასშტაბიანი ხანძარი აეროდრომის დიდ ნაწილზე.

წყაროების მიხედვით, "ლიპეცკ-2 სამხედრო აეროდრომზე განლაგებული თვითმფრინავების უმეტესობას აფრენის დრო არ ჰქონდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი