Forbes ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი ბრიგადა - 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა გაგზავნა.
გამოცემის ცნობით, ვიდეო, რომელიც გავრცელდა სოციალურ მედიაში ხუთშაბათს, ასახავს T-64BV ან T-80BV ტანკს, UR-77 ნაღმის გამწმენდ მანქანას, IMR-2 საინჟინრო მანქანას პლუს BTR-80-ს და ამერიკული წარმოების Stryker-ის ბორბლიან ჯავშანტრანსპორტიორს უკრაინული ნაღმმტყორცნების ეკიპაჟის გვერდით. ყველა მანქანა აღჭურვილია დრონის საწინააღმდეგო გალიებით.
მედიის ცნობით, კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული თავდასხმის ადრეულ მომენტებს.
"ფორბსი" წერს, რომ მხოლოდ 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა მუშაობს ყოფილი საბჭოთა და ყოფილი ამერიკული მანქანების ნაზავით.
დამატებითი დადასტურებად მედიას მოჰყავს კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც გადაღებულია რუსული თვითმფრინავის მიერ, ასახავს კურსკის ოლქში ყოფილ გერმანულ მარდერის საბრძოლო მანქანებზე დარტყმებს.
"80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადის მონაწილეობა - ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინული ბრიგადა - ხაზს უსვამს უკრაინის ოპერაციის მასშტაბებს", - ნათქვამია სტატიაში.