სახლებიდან გაქცეული რუსები და საგანგებო მდგომარეობა კურსკის ოლქში | რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების ბრძოლა - ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

რუსეთის სულ უფრო მეტ დასახლებულ პუნქტზე უკრაინის დროშა ფრიალებს. კრემლი გაოგნებას ვეღარ მალავს და ვლადიმერ პუტინი იძულებულია, მთელ კურსკის ოლქში საგანგებო ვითარება გამოაცხადოს. მოსახლეობის ევაკუაცია საბრძოლო მოქმედებების რეგიონიდან გრძელდება, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ოფიციალური პირები საუბრობენ - ადგილობრივები ყვებიან, რომ ხელისუფლებამ ხალხი მიატოვა და ახლა ყველა იძულებულია საკუთარი შესაძლებლობებით და ძალებით ფაქტობრივად გაიქცეს კურსკის ოლქიდან. უკრაინელები კი წინ მიიწევენ. საბრძოლო მოქმედებების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე ახალი უკრაინული ბრიგადები გადადიან. სამხედრო ექსპერტები უკვე ერთხმად აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენები უკრაინელების მიერ წინასწარ დაგეგმილი სამხედრო რეიდია, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი არ არის დაუმარცხებელი. 

ავტორები: ნანუკა მაღლაკელიძე, ნინო გაზდელიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი