უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინულ დანაყოფებს, რუსების დატყვევებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან ყოველდღიურ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"მე ვამაყობ ჩვენი მებრძოლებით და მინდა პირადად მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარისკაცებს და ქვედანაყოფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გაცვლითი ფონდის შევსებას, ოკუპანტის დაჭერას და ამით ჩვენი მოქალაქეების რუსების ტყვეობიდან გათავისუფლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროდუქტიული იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში", - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა უკრაინელის თავისუფლებას და მათი დაბრუნების აუცილებლობას.