დონეცკის ოლქში რუსების მიერ სუპერმარკეტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა - ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობს და ამბობს, რომ 43-მდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც.

მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

 

მანამდე მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდასხმამ ასევე დააზიანა 4 სახლი, 9 მაღაზია, ავტოსამრეცხაო და 12 მანქანა. 

"კოსტიანტინივკაში სუპერმარკეტზე თავდასხმა რუსული ტერორის კიდევ ერთი შემთხვევაა. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომი არის ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ" - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის უფროსმა ანდრეი ერმაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი