ლუკაშენკომ უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის გაგზავნის ბრძანება გასცა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის განთავსების ბრძანება გასცა.

"შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მითითებები გასცა გომელისა და მოზირის ტაქტიკურ მიმართულებებზე ჯარების დაჯგუფების გაძლიერების შესახებ", - თქვა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა.

გომელისა და მოზირის ოლქებში, რომლებიც კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებს ესაზღვება გადაიყვანენ სამხედრო ნაწილს, სახმელეთო ჯარებს, სარაკეტო ძალებს - მათ შორის "პოლონეზის" სარაკეტო სისტემები და "ისკანდერის" კომპლექსები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი