რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 57 "შაჰიდიდან" 53 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 57 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 53 ჩამოაგდეს. ასევე რუსეთმა უკრაინას ოთხი KN-23 ბალისტიკური რაკეტით შეუტია. ოკუპანტები, სავარაუდოდ, სარაკეტო არტილერიით თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკსაც.

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა მიკოლაევის, ოდესის, ჩერკასის, ვინიცის, კიროვოგრადის, ხერსონის, კიევის, ზაპოროჟიეს, სუმის, რივნესა და ჩერკასის რაიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი