ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ცდილობს გაიგოს კურსკის ოლქში უკრაინის მიზნები და სტრატეგია

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს გაიგოს კურსკის ოლქში უკრაინის მიზნები და სტრატეგია. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლის ველზე ვითარების შეფასებასთან დაკავშირებულ კითხვაზე კირბიმ უპასუხა, რომ თავს შეიკავებს ვიდრე უკრაინისგან უფრო დეტალური ცნობები არ ექნებათ.

კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად არ არღვევენ შეზღუდვებს, რომლებიც აქამდე აშშ-მა რუსეთის სიღრმეში თავდასხმებზე გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი