უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 38 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 30 ჩამოაგდეს. ასევე რუსეთმა უკრაინას ორი "ისკანდერ-მ"/KN-23 ბალისტიკური რაკეტით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.