უკრაინამ ევროკავშირისგან 4.2 მილიარდი ევრო მიიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ევროკავშირისგან 4.2 მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს

"უკრაინამ მიიღო 4.2 მილიარდი ევრო, რითაც EU-ის მთლიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი 12 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ეს დახმარება გადამწყვეტია ჩვენი მაკროფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, აღდგენის წინსვლისა და ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ჩვენ მადლობელი ვართ ევროკომისიის და პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად ვაშენებთ უფრო ძლიერ მომავალს," - წერს შმიგალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი