"EU სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას" | ბორელი კურსკზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი X-ზე პოსტს წერს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან კურსკის კონტრშეტევა განიხილა და რომ ევროკავშირი უკრაინელი ხალხის ბრძოლას სრულად უჭერს მხარს. 

"დმიტრო კულებასთან განვიხილე ფრონტის ხაზზე ბოლო მოვლენები და კურსკის კონტრშეტევა. გავიმეორე, რომ EU სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას.
პუტინმა ვერ მოახერხა მისი გაუმართლებელი შეჭრით უკრაინის წინააღმდეგობის გატეხა და ახლა იძულებულია უკან დაიხიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე," - წერს ბორელი.

შეგახსენებთ, უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მისი ქვეყნის არმია კურსკის რეგიონის 74 დასახლებას აკონტროლებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი