უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში, თავდაცვის მიზნით, "ბუფერული ზონა" შექმნეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონში, თავდაცვის მიზნით, "ბუფერული ზონა" შექმნეს - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული სხდომის შემდეგ Telegram-ის საკუთარ არხზე წერს. 

"შევუერთდი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სხდომას, სადაც კურსკის ოლქში სასტაბილიზაციო ღონისძიებების საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინას აქვს უფლება არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ ის უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს. ამიტომ, ჩვენმა სამხედროებმა, კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე, თავდაცვის მიზნით ,“ბუფერული ზონა” შექმნეს, სადაც სურსათის, მედიკამენტებისა და მოსახლეობისთვის ყველა სხვა საჭირო საგნების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - დაწერა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი