კურსკის ოლქის ხელმძღვანელობამ მთელი გლუშკოვსკის რაიონის ევაკუაცია გადაწყვიტა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ რუსეთში, კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევის მეცხრე დღეს, კურსკის ოლქის ხელმძღვანელობამ მთელი გლუშკოვსკის რაიონის ევაკუაცია გადაწყვიტა. ამის შესახებ რეგიონული ოპერატიული შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. თავდაპირველად გამოცხადებული იყო მხოლოდ სოფელ გლუშკოვოს ევაკუაცია.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსეი სმირნოვის განცხადებით, პროცესს კოორდინაციას გაუწევენ უსაფრთხოების ძალები, ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები და ცენტრ პატრიოტის წარმომადგენლები.

„ძვირფასო თანამემამულენო, გთხოვთ, გაგებით მოეპყროთ არსებულ ვითარებას და დაიცვას უსაფრთხოების ძალების და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რეკომენდაცია“, - განაცხადა სმირნოვმა.

გლუშკოვსკის ოლქი მდებარეობს კურსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სუჯანსკის რაიონს, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ადმინისტრაციული ცენტრი - სოფელი გლუშკოვო - მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან 10 კმ-ში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი