უკრაინას თავისუფლად შეუძლია გამოიყენოს კანადის მიერ გადაცემული ტანკები და ჯავშანტექნიკა რუსეთის ტერიტორიაზე - აცხადებენ კანადის თავდაცვის სამინისტროში.
„უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს. კანადა არ აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინას" განუცხადა უწყების პრესსპიკერმა მედიას.
მისივე თქმით, კანადის დახმარება შეესაბამება იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც შექმნილია იარაღის უკანონო გადაცემისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესამცირებლად.