ბელგოროდის ოლქის რამდენიმე სასაზღვრო დასახლებიდან ხალხის გასახლება დაიწყება და შესვლა აიკრძალება | ოლქის გუბერნატორი

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ 19 აგვისტოდან დაიწყება უკრაინის საზღვართან მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლების გასახლება და იქ შესვლა აიკრძალება.

მან ჩამოთვალა დასახლებები: ნოვოსტროევკა ვტორაია, სოვხოზნი, დობროპოლიე და კაზაჩოკი გრეივორონსკის ოლქში და სოფელი ნოვოპეტროვკა ვალუისკის ოლქში.

გლადკოვმა ასევე გამოაცხადა კრასნოიარუჟის რაიონის სოფელ კოლოტილოვკას შესასვლელის დაკეტვა, რომლის გვერდით არის ამავე სახელწოდების სასაზღვრო პუნქტი.

უკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის  ოლქებზე, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ათეულობით დასახლებას აკონტროლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი