უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების ეტაპს უნდა დაუბრუნდნენ - ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა სამთავრობო არხ "ბელტასთან" გააკეთა. ლუკაშენკოს მტკიცებით, თუ კურსკში ესკალაცია გაგრძელდება და კიევი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, უკრაინა განადგურდება. ლუკაშენკოს აზრით, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა.
"თუ კიევი და მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან, იქნება ესკალაცია, რომელიც უკრაინის განადგურებით დასრულდება. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა. არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსს. ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. საკითხავია, საიდან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. სწორედ რომ, დაიწყოს იქიდან, სადაც სტამბოლში დასრულდა", - თქვა ლუკაშენკომ.