უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე მესამე ხიდიც გაანადგურეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ ტელეგრამარხებსა და უკრაინულ მედიაში ვრცელდება. ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ძლიერი დარტყმა რუსების ლოგისტიკისთვის, იმ ძალებისთვის რომლებიც მდინარესა და უკრაინის საზღვარს შორის არიან განლაგებული. ახლა მათი მომარაგება მხოლოდ დროებითი ხიდით ან ნავებით იქნება შესაძლებელი. თუ მესამე გადასასვლელის განადგურება დადასტურდა, მაშინ სამხრეთით მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აღმოჩნდებიან ალყაში.ალყაშიმოქცეული ტერიტორიის მიახლოებითი ფართობი იქნება თითქმის 700 კვ.კმ.
Z-სამხედრო კორესპონდენტმა რომანოვმა განაცხადა, რომ „სიტუაცია საშიშია და მოითხოვს რილსკის და ლგოვის ევაკუაციას, სანამ გვიან არ არის“.
იხილეთ ასევე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მეორე ხიდიც დააზიანეს
მედია: უკრაინელებმა რუსეთში ააფეთქეს ხიდი, რომელიც ოკუპანტების მომარაგების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო