ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი რუსული სამხედრო პოტენციალის განადგურება და ბუფერული ზონის შექმნა აგრესორის ტერიტორიაზე | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ახლა უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი რუსული სამხედრო პოტენციალის განადგურება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სულ რაღაც ერთ დღეში რუსებმა ათობით თავდასხმა განახორციელეს, უკრაინელი დამცველები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად.

"დღეისთვის კარგი, ჩვენთვის საჭირო შედეგებია ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებაში და ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უკრაინის დაცვა, ეს არის მთლიანობაში ჩვენი თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანა - რაც შეიძლება მეტი რუსული პოტენციალის განადგურება და კონტრშეტევითი სამუშაოების მაქსიმუმი. კურსკის რეგიონში ჩვენი ოპერაციის ამოცანაა ბუფერული ზონის შექმნა აგრესორის ტერიტორიაზე."-  განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი