ელჩის დანიშვნა საქართველოში და ღარიბაშვილის უარი ზელენსკის | დროებითი რწმუნებულის სკანდალური ინფორმაცია უკრაინასთან გაწყვეტილ კავშირზე

გამოქვეყნდა:

მეგობარ უკრაინასთან ჩიხში შესული დიპლომატიური ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება. ომში მყოფი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელი ივანიშვილის ხელისუფლებას ანტიუკრაინულ პოლიტიკაში ღიად ადანაშაულებს და ამბობს, რომ ოფიციალური კიევის მხრიდან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობას ოლიგარქიულმა რეჟიმმა კვლავ გაუგებარი, ანტიუკრაინული განცხადებებით უპასუხა. როგორც ირკვევა, 2022 წლის ოქტომბერში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად მოაწერა ხელი ბრძანებულებას თბილისში ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მეგობრულ ჟესტსა და კიევის მზადყოფნას ურთიერთობების გადასატვირთად, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეუშალა ხელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი