საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის, კახი კალაძის განცხადებით, საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. ამ თემაზე მან ვანის დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენის დროს ისაუბრა.

მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და რთული იყო, თუ როგორ გამოვიარეთ, ეს მემგონი ყველამ კარგად ვიცით. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებოდა. ეს ჩვენ საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ახლობლებზე გამოვცადეთ, მაგრამ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვდობიანად, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები, - თქვა კახი კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ხელისულებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი