საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არავის არაფერში არ უნდა შეეჯიბრონ, თავი დახარონ და 24-საათიანი შრომით გახადონ ყოველდღიურობა უკეთესი. ამ თემაზე პრემიერმა "ქართული ოცნების" ვანის მაჟორიტარის, გივი ჭიჭინაძის წარდგენის დროს ისაუბრა.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ 2012 წელს ქვეყანა ისეთ დღეში დაგვხვდა, რომ ადამიანის ჯანდაცვა საერთოდ იყო უგულებელყოფილი, ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყო უგულებელყოფილი, საერთოდ, გზები, წყალმომარაგება...როგორ შეიძლება, 21-ე საუკუნეში ვანში ნორმალური, 24-საათიანი წყალმომარაგება არ არსებობდეს. ამ ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ, არავის არაფერში უნდა შევეჯიბროთ, თავი უნდა დავხაროთ და 24-საათიანი შრომით, ყოველდღიურად, ჩვენი დღევანდელობა უნდა გავხადოთ უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და უნდა გვქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. ერთად შრომით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, - თქვა გიროგი გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ "მიუხედავად მისი გუნდის წარამტებისა" ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რო ბევრი საჭირო საქმე ერთადაა დასასრულებელი.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.