ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია 24 აგვისტოს 17:00 საათზე დუშიში, მის მამულში გაიმართება. ფრანგული მედიის ცნობით, დაკრძალვის ცერემონიას ალენ დელონის სამი შვილი, ანტონი, ანუშკა და ალენ-ფაბიენი, და ორმოცამდე მოწვეული სტუმარი დაესწრება. 

ალენ დელონი, დუშიში მდებარე მამულში თითქმის 50 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, თავად ალენ დელონს არ სურდა საჯარო და სახალხო დაკრძალვის ღონისძიება. მას მამულში მდებარე სამლოცველოში დაკრძალავენ, რომელიც მან თავად ააშენა. 

გავრცელებული ინფორმციით, ღონისძიებაზე მიწვეული არაა ალენ დელონის პარტნიორი ჰირომი როლინი, რომელსაც მსახიობის შვილები ძალადობისა და შევიწროების შემთხვევებზე ედავებიან. 

შეგახსენებთ, ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი 88 წლის ასაკში, 18 აგვისტოს გარდაიცვალა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი