
თბილისის საკრებულოს დეპუტატს, "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 - დადებითი ... ყველაფერი კარგად იქნება ! - წერს ჯაბა ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კორონავირუსი აქვს პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, გედევან ფოფხაძესაც, რომელიც მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგრძელებს.
პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის "ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.