
"გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში საუბრობს და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციას ეხმაურება.
"გვესმის მტრის ნაბიჯები დონეცკის ოლქში და ვძლიერდებით. ტყვია-წამლით მომარაგება შევამოწმეთ... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ვალდებულებები მართლა შეასრულონ. ყველა პაკეტით და ყველა შეთანხმებით... კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაცია გრძელდება. [მიმდინარეობს] საბრძოლო მუშაობა, ვდგამთ ნაბიჯებს. ვაკონტროლებთ გარკვეულ რაიონებს. მადლობა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ყველა ქვედანაყოფს [ტყვეების] გაცვლის ფონდის შევსებისთვის", - ამბობს ზელენსკი.